ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა

BBC - სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს.
ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.
აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.