სირიის დროებითი პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა

სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა, - ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ აჰმედ ალ-შარაას ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალურ პლატფორმა X-ზე აჰმედ ალ-შარაასა და მისი საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის ბორტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "პრეზიდენტი ალ-შარაა და ასად ალ-შაიბანი მიემგზავრებიან საუდის არაბეთში, პირველი ოფიციალური ვიზიტი".
შეგახსენებთ, სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.