ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC- სირიელი მეამბოხეები ალეპოში შევიდნენ, სამთავრობო ძალებმა ქალაქი დატოვეს

BBC- სირიელი მეამბოხეები ალეპოში შევიდნენ, სამთავრობო ძალებმა ქალაქი დატოვეს

სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ალეპოდან გავიდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს და ქალაქში შევიდნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არმიამ აღიარა, რომ მეამბოხეები ქალაქის "დიდ ნაწილში" შევიდნენ, მაგრამ პირობა დადო, რომ კონტრშეტევას განახორციელებს.
ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის (SOHR) ინფორმაციით, მეამბოხეებსა და სამთარობო არმიას შორის შეტაკების შედეგად, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო, 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მინიმუმ 20 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა.
ამბოხებულების შეტევას ხელმძღვანელობს ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჰაიათ თაჰრირ ალ შამშის სახელით და მოკავშირე ფრაქციები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს.
BBC-ი წერს, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაში სამოქალაქო ომის პიკის დროს, შაბათს ალეპოში ავიადარტყმები განახორციელა.
რუსეთის მხრიდან ეს იყო პირველი ავიაიერიში ქალაქში მას შემდეგ, რაც 2016 წელს სირიის სამთავრობო ძალებს მის დაბრუნებაში დაეხმარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.