სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ჰამა აიღეს

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ალეპოს აღების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვან ქალაქზე, ჰამაზე სრული კონტროლი დააწესეს, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ შამის ლიდერმა, აბუ მუჰამედ ალ-ჯავლანმა ქალაქში გამარჯვება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შურისძიება არ იქნება.
სირიის სამთავრობო არმიამ მეამბოხეების მიერ ალეპოს აღების შემდეგ ჰამაში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა რამდენიმე დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ მეამბოხეებმა მთავრობის თავდაცვითი ხაზები გაარღვიეს. BBC-ი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლების მხარდაჭერის მიუხედავად, სირიის ჯარებმა ქალაქ ჰამას შენარჩუნება ვერ შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”