არქივი1 მარტი, 2025, 17:37
BBC - კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს შუადღისას დაუნინგ-სტრიტზე შეხვდებიან“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში დღეს ჩავიდა.
ხვალ, 2 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.