დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა.
„პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. ის უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ინარჩუნებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე დამყარებული ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიწვევით, ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ლონდონში ჩავა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში