BBC-ის დილის მიმოხილვა: ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის 47-ე დღე

BBC ისრაელსა და ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით დილის მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს 👇
🔴 ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთანხმების თანახმად გათავისუფლდება 50 მძევალი. ეს იქნება პირველი ჰუმანიტარული პაუზა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
🔴 აცხადებს, რომ ეს არ არის ომის დასასრული. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასი“ სრულად განადგურდება და ყველა მძევალს სახლში დააბრუნებენ.
🔴 „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის სანაცვლოდ 50 მძევალი გათავისუფლდება.
🔴 ჯერ კიდევ უცნობია როდის დაიწყება ჰუმანიტარული პაუზა.
🔴 არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებული 50 მძევალი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები იქნებიან და არა უცხოელები.
🔴 აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია
🔴 ისრაელის პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, სისულელეა საუბარი, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი არ გაჩერდება ვიდრე არ მიაღწევს ტოტალურ გამარჯვებას.
ცნობისთვის, ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რა დროსაც დაიღუპა 1200 ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.