ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაიღუპა – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.
კომიტეტის ცნობით, მსხვერპლს შორის 46 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი ჟურნალისტია.
„CPJ, ასევე, იძიებს უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, დაკარგვის, დაკავების, დაშავების ან მუქარის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი