ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები ღაზის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში განახორციელა. ისრაელის სამხედროებმა ხან იუნისში „ჰამასის“ მებრძოლების ლიკვიდაცია განახორციელეს და „ჰამასის“ ობიექტები გაანადგურეს.
ასევე, დასავლეთ ხან იუნისში იარაღი და სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 110 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 25 რაფაჰში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.