ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ.
ხან-იუნისის საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას ელექტროენერგია, წყალი და საჭირო მედიკამენტები არ მიწოდება. პარალელურად კი, ჩრდილოეთ ღაზადან ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ისრაელის თავდაცვამ საჰაერო თავდასხმა მოიგერია.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს ამ დრომდე სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 18 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.