BBC – აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა – დაღუპულია 3 ადამიანი

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გემს დაარტყეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა – დაღუპულია 3 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი ბრძანებით, ომის მდივანმა ლეტალური კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ გემზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა აშშ-ის სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „დარტყმის შედეგად, გემზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა“.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემს ამერიკელების მოსაწამლად უკანონო ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული მესამე დარტყმა იყო. სულ, დარტყმების შედეგად, გემებზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენესუელიდან გამოსულ გემებს ნარკოტიკები გადააქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს