ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, არის მსხვერპლი, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მოიცვა 350 კვადრატული მეტრის ფართობის სამი საცხოვრებელი შენობა,ორი სატვირთო მანქანა ავტოსადგომზე და 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტექნიკური მომსახურების სადგური.
„შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული იყო 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობდა. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.