BBC – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს – აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. როგორც BBC წერს, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმეთვიანი ჩიხი დასრულდა.
შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.
იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი შეთანხმების მიღებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის სტაბილურობას მოუტანს ორივე მოკავშირეს, რომლებიც ერთად გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედს შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე