-ევროკავშირს შორის სატარიფო გარიგებაზე – ეს არ არის შეთანხმება, დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ -სა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი სატარიფო გარიგება უარესია, ვიდრე მაისში აშშ-დიდი ბრიტანეთის მიერ მიღწეული გარიგება.
„ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ ღამით „უზარმაზარი გარიგება“ მიიღო, თუმცა ევროკავშირის ყველა წევრი კმაყოფილი არ არის. ეს არ არის შეთანხმება. დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა“, – ამბობს ორბანი.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი მაღალი წონითი კატეგორიაა, როდესაც მოლაპარაკებებს ეხება საქმე, ლაიენი კი – მსუბუქწონიანი“.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. შოტლანდიაში გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.
იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან