დღეს ფლორიდაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კიევის დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის განრიგის მიხედვით, -ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მიიღებს.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებშია. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)