არქივი14 იანვარი, 2026, 02:30
Axios - სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს რეზა ფაჰლევს ფარულად შეხვდა,- ამის შესახებ გამოცემა Axios-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა ირანში მიმდინარე პროტესტს შეეხებოდა და პროტესტის დაწყებიდან ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ირანის ოპიზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
ასევე, Axios-ი წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფეჰლავი ტრამპის ადმინისტრაციას საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ჩარევისკენ მოუწოდებდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.