ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს - დახმარება გზაშია, განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით

რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს - დახმარება გზაშია, განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით

ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს.

„ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა და გამბედაობა - ის ახლა პასუხობს. ალბათ, უკვე მოისმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართვა. დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით. ნუ მისცემთ ამ რეჟიმს უფლებას, შექმნას ილუზია, რომ ცხოვრება ნორმალურია. ყველა ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა“, - აცხადებს რეზა ფეჰლევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

„ასევე მაქვს განსაკუთრებული მიმართვა არმიის წევრებისთვის: თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია, თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი თანამემამულეების სიცოცხლე. დიდი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ რაც შეიძლება მალე“, - აცხადებს ფეჰლევი.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რეზა ფეჰლევს ფარულად შეხვდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.