Axios – ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა რუსეთისგან და უკრაინისგან მოსაზრებები შეაგროვეს და ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე მოახდინეს ზეწოლა, წასულიყვნენ დათმობებზე, რომლებიც შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო, – ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შაბათს ორსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ტერიტორიისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილეს.
წყაროების ცნობით, ზელენსკი შეხვედრაზე ჩაერთო. აშშ-ს კუშნერი და უიტკოფი წარმოადგენდნენ, უკრაინას კი – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანდრეი გნატოვი.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ტერიტორიის საკითხის განხილვა რთულად წარიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან დონბასის იმ ნაწილებიდან გავიდეს, რომელსაც კიევი აკონტროლებს, თუმცა აშშ ცდილობს ახალი იდეების შემუშავებას ამ საკითხის გადასალახად.
კიდევ ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და შეთანხმებას მიუახლოვდნენ, თუმცა მეტი მუშაობაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორივე მხარემ უსაფრთხოების გარანტიის პროექტი ერთნაირად განმარტოს.
„ძირითადი რთული საკითხები ეხება ტერიტორიულ საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებული გადაწყვეტილებები იყოს რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი“, – განუცხადა Axios-ს უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში, ოლგა სტეფანიშინამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს