არქივი29 სექტემბერი, 2025, 17:57
AstraZeneca ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავა, თუმცა დიდ ბრიტანეთს არ დატოვებს

AstraZeneca–მ განაცხადა, რომ საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად, დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში ვაჭრობის გარდა, თავის ჩვეულებრივ აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განათავსებს.
ამის მისაღწევად, ანგლო-შვედურ ფარმაცევტულ გიგანტს Nasdaq-ის ბირჟაზე AstraZeneca-ს ამერიკული დეპოზიტური ჩეკების (ADR) არსებული ლისტინგის ჩანაცვლება სჭირდება.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მისი ლისტინგის სტრუქტურის ჰარმონიზაციას, „თუმცა, შტაბ-ბინა დიდ ბრიტანეთში დარჩება“.
ვრცლად euronews – ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.