ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.29%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 76.05 გირვანქა სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.51%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.95 გირვანქა სტერლინგი ღირს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 0.85%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 23.70 გირვანქა სტერლინგია.
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. "თიბისი ბანკის ჯგუფის" -2.47 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება 43.76%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" - 11.40%-ით, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” 55.10%-ითაა გაზრდილი.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.