ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Astra: რუსულ სადესანტო ხომალდზე შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა, 33 უგზო-უკვლოდ დაიკარგა

გამოცემა Astra წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკზე" განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა. 33 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გამოცემის მიხედვით, 26 დეკემბრის ღამეს, უკრაინელების თავდასხმის დროს, ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვი კი ამტკიცებდა, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში, რუსეთის სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" 26 დეკემბერს გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.