რუსულ სადესანტო ხომალდზე 19 მეზღვაური დაშავდა, 33 – დაიკარგა – Astra

გამოცემა Astra წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ “ნოვოჩერკასკზე” განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა. 33 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
გამოცემის მიხედვით, 26 დეკემბრის ღამეს, უკრაინელების თავდასხმის დროს, ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.
ოკუპირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვი კი ამტკიცებდა, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში, რუსეთის სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” 26 დეკემბერს გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა