Associated Press – ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ძალებს მოიცავს და „ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მკაცრ გაფრთხილებასა და ძლიერ შემაკავებელ საშუალებას“ წარმოადგენს.
ამასთან, ჩინეთის არმიამ სამხედრო წვრთნების გამოცხადების შემდეგ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტაივანის პრეზიდენტი, ლაი ცინგ დე გამოსახულია როგორც „პარაზიტი, რომელიც კუნძულს წამლავს“.
ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის საზღვაო ძალების 19 ხომალდი დააფიქსირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო: