ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაივანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციას ხვდება - Routers

ტაივანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციას ხვდება - Routers

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავჯდომარე, ჯოზეფ ვუ ტრამპის ადმინისტრაციასთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნა ჩაატარა, რომელშიც ჩინეთის სამხედრო ფლოტი, საჰაერო და სარაკეტო ძალები იღებდნენ მონაწილეობას.
"ეს არის გაფრთხილება და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტული ძალების იძულებითი შეკავება, რაც არის ლეგიტიმური და აუცილებელი ზომები ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად" – წერია ჩინეთის განცხადებაში.
ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის ქმედებებს "უპასუხისმგებლო" და "დაუდევარი" უწოდა.
ჩინეთის მიერ სამხედრო წვრთნები აშშ-მაც დაგმო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.