Associated Press - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა კვირას განახლდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები კვირას კატარში განახლდება. რამადანის დაწყების შემდეგ ეს მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება.
მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე საერთაშორისო შუამავლები იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტის ექვსკვირიანი შეთანხმების მიღწევა მოხდებოდა, თუმცა მოლაპარაკებები, რომელიც კაიროში მიმდინარეობდა, ჩაიშალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.