არქივი12 მარტი, 2024, 12:40
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.
„ჩვენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ახლოს არ ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ. ადგილზე შექმნილი სიტუაცია ძალიან რთულია“, - განაცხადა მაჯედ ალ-ანსარიმ.
ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ კატარი ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მუშაობს და არა ზავისთვის, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
„რამადანის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად მუშაობას ყველა მხარე აგრძელებს“, - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.