არქივი11 სექტემბერი, 2025, 09:39
ANZ-მა 2025 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე 3,800 დოლარამდე გაზარდა

ANZ Group-ის ანალიტიკოსებმა 2025 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასის პროგნოზი უნციაზე 3,800 დოლარამდე გაზარდეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 2026 წლის შუა პერიოდისთვის ძვირფასი ლითონის ფასმა შესაძლოა პიკს, 4000 დოლარს მიაღწიოს უნციაზე, კარგი საინვესტიციო მოთხოვნის წყალობით.
ოთხშაბათის ვაჭრობის დროს Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები 0.2%-ით გაიზარდა და უნციაზე 3,688.5 აშშ დოლარი შეადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.