არქივი16 სექტემბერი, 2025, 17:16
ოქროს ფასმა რეკორდი განაახლა და უნციაზე 3735 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასი სამშაბათს დღის განმავლობაში ზრდას აგრძელებს და ისტორიულ მაქსიმუმს აახლებს. Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსები 0.4%-ით გაიზარდა და ტროას უნციაზე 3,735.5 აშშ დოლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი 35%-ით გაიზარდა.
ძვირფასი ლითონის ფასის ზრდას აშშ დოლარის შესუსტება განაპირობებს, რაც გამოწვეულია იმის მოლოდინით, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა 17 სექტემბერს გასული წლის დეკემბრის შემდეგ საპროცენტო განაკვეთს პირველად შეამცირებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.