არქივი14 მარტი, 2024, 14:14
airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს
ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს.
რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე airBaltic-ი რეისებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ხოლო რიგა-ბათუმი-რიგას მიმართულებაზე 1 სიხშირით.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე airBaltic-ი რიგიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ოპერირებდა და ფრენებს ლატვიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში 3 სიხშირით ასრულებდა.
წყარო: avianews
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.