ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

AirBaltic რიგადან საქართველოს ორი ქალაქის მიმართულებით იფრენს

AirBaltic რიგადან საქართველოს ორი ქალაქის მიმართულებით იფრენს
ლატვიური ავიაკომპანია airBaltic -ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგადან ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებითაც განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ეარ ბალტიკი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე რიგადან მხოლოდ თბილისის აეროპორტის მიმართულებით ოპერირებდა. ავიამიმოსვლა რიგა თბილისი თბილისი რიგა -ს საჰაერო ხაზზე ამ ეტაპისათვის კვირასი 3 სიხშირით ხორციელდება. ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებასთან ერთად, გაიზრდება ლატვიისა და საქართველოს დედაქალაქს შორის ავიამიმოსვლის სიხშირეც.
შესაბამისად, airbaltic georgia რიგა თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 5 სიხშირით მოახდენს, ხოლო რიგა ბათუმის მიმართულებაზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს.
წყარო:avia.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.