არქივი12 ივნისი, 2025, 14:40
Air India-ს თვითმფრინავმა, რომელიც ლონდონში ასრულებდა რეისს, კატასტროფა განიცადა - ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.
კატასტროფა ავიალაინერის აფრენისას მოხდა. ის, სავარაუდოდ, დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობებით, თვითმრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.