პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა.
ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ თვითმფრინავში, რომელიც ლონდონის რეისს ასრულებდა, 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილის ცნობით, ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იყო.
Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი არა ლონდონში, არამედ ბირმინგემში მიემგზავრებოდა.
მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი კვამლი. კატასტროფის რაიონში მაშველები მუშაობენ.
ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.