ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

AFP: პუტინმა ტრამპს შესთავაზა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას მოსკოვში გამართავდა

AFP: პუტინმა ტრამპს შესთავაზა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას მოსკოვში გამართავდა

გამოცემა AFP წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოსკოვში გამართავდა.

"პუტინმა მოსკოვი ახსენა," განუცხადა AFP-ს ერთ-ერთმა წყარომ. ამავე წყაროს თქმით, ზელენსკიმ, რომელიც იმ დროს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, წინადადებას "არათი" უპასუხა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.