მედია – პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და საინფორმაციო სააგენტო AFP წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ის უთხრა, რომ უკრაინამ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმირ პუტინის წინადადება, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდნენ.
უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.
“როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”