ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

AFD-ის პროექტი საქართველოსთვის EU-ში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს - გერმანიის ელჩი

AFD-ის პროექტი საქართველოსთვის EU-ში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მიერ შექმინილი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს.
"სათაური: "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა არა-ს მისცა, ვინაიდან შექმნის მონაწილე არ იყო. მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც ალტერნატივა გერმანიისთვის მოსწონს: მათი პროექტი შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს", - წერს ფიშერი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.