ABC News – ღაზას სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი ისრაელში ჩავიდა

ღაზას სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი ისრაელში ჩავიდა, – ინფორმაციას ABC News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცების 200 კაციანი სამუშაო ჯგუფი სრული შემადგენლობით ისრაელში ხვალ შეიკრიბება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ბრედ კუპერი, ისრაელში გუშინ ჩავიდა.
ამერიკელი სამხედროები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების მონიტორინგის მიზნით ერთობლივ საკონტროლო ცენტრს შექმნიან, თუმცა მათი ღაზაში შესვლა არ იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?