კირ სტარმერი – ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ღრმა შვების მომენტია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელისა და ჰამასის მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა,
„მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ახალ ამბავს“, – განაცხადა სტარმერმა.
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით კარგი სიახლეა მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„ეს ღრმა შვების მომენტია, რომელიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით კი მძევლებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს“, – აღნიშნა სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად