რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პერიოდში განხორციელებულ „კიბერშეტევებში“ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად „კიბერშეტევებისა“.

სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ ელექტრონული კენჭისყრის სისტემაზე განხორციელებული თავდასხმები ძირითადად საზღვარგარეთიდან – მათ შორის უკრაინიდან და დიდი ბრიტანეთიდან – მომდინარეობდა.

პამფილოვას თქმით, წარმატებით აღიკვეთა „საარჩევნო რესურსებზე მიმართული 100 მილიონზე მეტი პოტენციურად მავნე თავდასხმა“.

შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და დღეს დასრულდება.