ვიკა ბუკია: დაუჯერებელი ამბავი! სასოწარკვეთილი ხალხი მირეკავს რაზმაძის ქუჩიდან. კედელი ამოუშენეს 87 წლის ბებიას. და არის ამოქოლილი შიგნით (ვიდეო)

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
დაუჯერებელი ამბავი!
სასოწარკვეთილი ხალხი მირეკავს რაზმაძის ქუჩიდან. არ დაიჯერებთ. კედელი ამოუშენეს 87 წლის ბებიას. და არის ამოქოლილი შიგნით. გესმით რა სიგიჟეა? ანუ საჭმელსაც ვერ აწვდიან, მედიკამენტებს. კონტაქტზე გამოდის ჯერ-ჯერობით, საბენდიეროდ. უკვე ერთი კვირაა თურმე ასეა! დარბიან პროკურატურაში, მერიაში და არაფერი. მოხუცი ქალი არის ამოქოლილი კედლებში. სანამ ვიდეო არ ჩამიგდეს ვერ დავიჯერე. დღეს მერიაში მირბოდნენ სასოწარკვეთილები და მერიასაც ვერ შეხვდნენ. ადამიანი კედელში ჩააყოლეს და ვერაფერს ვერ აკეთებენ ახლობლები. ეგეთი რამე გაგიგიათ? მერიამ გასცა ბრძანება კედლის აშენების. საერთო სარგებლობის შესასვლელი ქონიათ და მეზობელმა მოიპოვა კედლის ამოშენების უფლება და ააშენა.