თორნიკე რაზმაძის ადვოკატი – საქმე შეკერილია, რათა რუსებს დაანახონ, როგორ სჯიან საქართველოს მოქალაქეებს მათ საამებლად

საქმის მასალებში, რაც თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი და რაც მას ჩაბარდა, საუბარია 166-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ლანძღვასა და გინებას, მაგრამ არ ითვალისწინებს თანამდებობის პირთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნებოდა ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფა, ვინაიდან, ის ე.წ. თანამდებობაზეა, ეს უნდა ყოფილიყო თანამდებობის პირთან დაკავშირებით [მუხლი], რომელსაც ცალკე სპეციალური მუხლი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის ადვოკატმა მარიკა არევაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

არევაძის თქმით, თორნიკე რაზმაძის საქმე არის იმ ხაზის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას ბოდიშის მოხდის კონტექსტში გააჟღერა.

“თორნიკე რაზმაძის საქმე არ არის ერთ-ერთი კონკრეტული საქმე, თუნდაც ისეთი, როგორიც სხვა ასობით საქმე გვაქვს, რომელიც შეთითხნილია და მომზადებულია კონკრეტულად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტი იმისა, თუ რა ხდება დღე საქართველოში და რა არის “ქართული ოცნების” რეალური სახე.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი პროპაგანდისტების დაცვაზე არის გადასული “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვხედავთ, რომ საქმის მასალებში, რაც თორნიკეს წინააღმდეგ იყო წარმოდგენილი და რაც მას ჩაბარდა, საუბარია 166-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ლანძღვასა და გინებას, მაგრამ არ ითვალისწინებს თანამდებობის პირთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს იქნებოდა ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფა, ვინაიდან ის ე.წ. თანამდებობაზე არის, ეს უნდა ყოფილიყო თანამდებობის პირთან დაკავშირებით [წაყენებული მუხლი], რომელსაც ცალკე სპეციალური მუხლი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

რეალურად, რასთანაც ჩვენ გაქვს საქმე, ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 2024 წელს, როდესაც გორში იკადრა და თქვა, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში. ამ ხაზის ნაწილია ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც მარგარიტა სიმონიანი ამბობს თორნიკეს მიერ გაზიარებულ ვიდეოში, სადაც სიმონიანი შეურაცხყოფას აყენებს როგორც ჩვენს წარსულს, ასევე, აწმყოს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეურაცხყოფებს გაყენებთ, თქვენ მუხლებზე დაჩოქილი უნდა მოხვიდეთ და გვევედრებოდეთ იმას, რომ ჩვენთან იყოთო. ეს ხაზი აქვს ზუსტად არჩეული “ქართულ ოცნებას” და ამიტომ ხდება, რომ ისინი იცავენ რუს პროპაგანდისტებს და მათ საამებლად ცდილობენ, რომ დააკავონ ან პასუხისგებაში მისცენ ანუ დევნას ახორციელებენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

როდესაც თორნიკეს ეს მასალები ჩაბარდა და მან გამოაქვეყნა ინფორმაცია ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ხალხის რეაქცია იმიტომ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არ არის ისეთი უთავმოყვარეო, როგორიც არის “ქართული ოცნება”. ქართველ ხალხს ჰქონდა შესაბამისი რეაგირება. [“ქართული ოცნების” წარმომადგენლები] მიხვდნენ, რომ ამით დიდი შეცდომა დაუშვეს და ეს საკმაოდ დიდი უსიამოვნების დასაწყისი შეიძლებოდა გამხდარიყო და მყისიერად შეცვალეს პოზიცია და თქვეს, რომ თითქოს ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან და, რაც მთავარია, იმისთვის, რომ მათი არგუმენტი გაემყარებინათ, საქმეში ჩართეს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის – ანა ბდეიანი, რომელიც არაერთხელ გახდა “ქართული ოცნების” დევნის ობიექტი. ჩვენ საერთოდ არ ვიცით, ანას რას ედავებიან იმიტომ, რომ მას საერთოდ არ ჩაჰბარებია არც საქმის მასალები, არც სასამართლოდან დაჰკავშირებია ვინმე.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის რეაქციამ შეაშინა, ახალი საქმე მოიგონეს, რომლის მასალები არც თორნიკეს ჩაჰბარებია და არც ანას და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ე.წ, ახალი საქმე სამართალდარღვევა კი არ არის, არამედ შეკერილი საქმეა იმისათვის, რომ რაღაც შეფუთონ და რუსებს დაანახონ, როგორ სჯიან საქართველოს მოქალაქეებს მათ საამებლად”, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი