პესკოვი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს არამეგობრულ ქმედებებს მიეკუთვნება“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ე.წ. „ჯოჯოხეთური სანქციების“ ძალაში შესვლა უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას ხელს შეუშლის.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი დამატებითი სანქციის დაწესება უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას ნამდვილად გაართულებს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო.

კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს