ევროკავშირმა შესაძლოა გაამკაცროს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, კალასმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უნგრეთმა უკვე გააძევა 10 რუსი დიპლომატი. ასევე, ევროკავშირმა შეამცირა ევროკავშირში რუსეთის მისიის რაოდენობა.
“არსებობს უფრო გადამწყვეტი ქმედებების პოტენციალი. შეგვიძლია კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონის ფარგლებში რუსი დიპლომატების გადაადგილების კონტროლი, შეგვიძლია ავკრძალოთ ყოფილი რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემა. უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ ევროპულ ტერიტორიაზე,” – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა რუსეთის დაფინანსების წყაროების შემცირების მნიშვნელობა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა უკვე წაართვა რუსეთის ეკონომიკას ტრილიონი ევრო.
“ახლა ვასრულებთ მუშაობას სანქციების დღეისთვის პირთა ყველაზე დიდი სიაზე. ასევე თანმიმდევრულად ვახდენთ “ჩრდილოვანი ფლოტის” ლიკვიდაციას. ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ოპერაციები წამყვან როლს თამაშობს საეჭვო გემების შემოწმებებში,” – განაცხადა კალასმა.




