ჯიპას პროფესორი კოტე ერისთავი:
სააკაშვილის დროს ორჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში. ოცნებამ შეცვალა სისხლის სამართლის პოლიტიკა სასჯელის სიმძიმის კუთხით, მაგრამ არ შემცირებულა მასშტაბი, ანუ სისხლის სამართლის სისტემის მიერ ადმინისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა. მაგალითად, თუ ავიღებთ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდებულთა რაოდენობებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლით ოცნება ნაცმოს პერიოდსაც კი უსწრებს.
ამ ბოლოდროინდელი ესკალაციის უშუალო მამოძრავებელი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკაა. თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება. სისხლის სამართალი კარგი ინსტრუმენტია ასეთი პერფორმანსისთვის (ანტიკორუფციული კამპანიაც აქვე უნდა ვახსენოთ). ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ შიდა და გარე დაძაბულობა ამას გამოიწვევდა.
ნარკოდანაშაული ყველაზე მარტივი სამიზნეა. ამ ახალი პოლიტიკის გამოცხადებამდე, სულ ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა ღია საზოგადოების გამოკითხვა, სადაც მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ პრობლემად სწორედ ნარკოტიკებს ასახელებდა. ამასთან, მდინარაძემ ეს ახალი პოლიტიკა აგენტების კანონთან ერთად დაანონსა და იმით გაამართლა, რომ არსებული მიდგომა ლიბერალ-აგენტურის შემოგდებული, ახალგაზრდობის გარყვნის მექანიზმი იყო. ერთი სიტყვით, ელექტორალურად მომგებიანია და არსებულ კონტექტში გაპრავებადიც.
როგორც ჩანს, მაია კოხტაშვილიც ამ რთულ პროცესებს ეწირება.
სოლიდარობა მას და ყველას, ვინც ცდილობს იმას, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს – სხვებზე ზრუნვას.
მხარდაჭერა ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ზრუნვის ნაცვლად დასჯას იღებს!
სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები პირველი ორი კვარტლის მიხედვითაა დათვლილი.
მსჯავრდებულების გრაფაში 2026 წლის პირველი ნახევარია მხოლოდ, დანარჩენი წლები სრულად.
სისხსლის სამართლის პოლიტიკის ამ და სხვა მიმართულებებზე საინტერესო მოკვლევას მალე გამოვაქვეყნებთ.





