დეა მეტრეველი: ანზორ ჩუბინიძე თუ წავიდა თავისი პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან, მაშინ კი ნამდვილად დაიწყება უფრო სწრაფი შიდა რღვევა “ქართულ ოცნებაში”

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
აი, ეს კაცი – ანზორ ჩუბინიძე – თუ წავიდა თავისი პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობიდან, მაშინ კი ნამდვილად დაიწყება უფრო სწრაფი შიდა რღვევა “ქართულ ოცნებაში”.
დღეს ანზორ ჩუბინიძე, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კადრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს და ეს პოზიცია, დღევანდელ რეალობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო სამსახურია “ქართული ოცნებისთვის.” ალბათ ვხვდებით რატომაც. შემომხვდა კიდეც რამდენიმე პოსტი, სადაც სუსის ახალ უფროსადაც ნატრობდნენ. თუმცა, რა თანამდებობაზეცაა, ის არის დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტიისთვის და არა მხოლოდ.
ასე, რომ მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედავდი მიმდინარე “სანახაობრივ” შიდა გადაადგილებებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.
ხოდა, ამ ვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა შეძლონ და მოახერხონ თანმიმდევრული და ერთიანი სამოქმედო გეგმის გარშემო გაერთიანება, რათა 2028 წლამდე სრულად შეძლონ მობილიზება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად.