პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
რა წონა და რეპუტაციაც აქვს კულტურის სამინისტროს “ქართული ოცნების” გუნდისთვის მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ადამიანი, რომელსაც თავისი პროფესიული საქმიანობის დროს არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია კულტურის სფეროსთან საქმიანი შეხება და, ჩემთვის პირადად, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის მოსაწესრიგებელი კანონპროექტის ინიცირებით გახდა ცნობილი, რომელიც, საბოლოოდ, მიუსაფარი ცხოველების მასობრივი განადგურების საფრთხის მატარებელ კანონპროექტად იქცა, დღეს იბარებს ყველაზე რთულ უწყებას – კულტურის სამინისტროს. რთული და გამოწვევებით სავსე რომ არის არ იციან, ვერ ხვდებიან და ამიტომაც არის, რომ თავზე გვენგრევა მემკვიდრეობის ძეგლებიც.




