ლაშა ფარულავა: მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია. ოცნების საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან, ამიტომ…

ლაშა ფარულავა:
მამუკა მდინარაძე შიდა პატიმრობაშია. ოცნების საერთო ჩრდილოვანი და კორუფციული ყულაბიდან ფულის გაწევასა და კრიპტოში გადაცვლას ედავებიან, ამიტომ მის თითოეულ ნაბიჯს, სატელეფონო ზარსა და მოქმედებას ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანზორ ჩუბინიძე აკონტროლებს.
ოცნების ქაღალდის გენერალს მოუხსნეს მეგობრები: შემოსავლების სამსახურისა და ფინპოლის უფროსები, მიხეილ მაღლაკელიძე და ლევან ხარაბაძე.
უკვე გაგდებულ ვანო ზარდიაშვილის გზას გაუყენეს, რომელიც სემეკში დავით ნარმანიას კაბინეტში გადასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მოსრიალდა მამუკა ოლიგარქის კარზე და გაიყოლა მთელი მისი გუნდი.
ასევე, ბოლო დღეების ჩავარდნების გადასაფარად, მომავალ კვირას დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები და დაჭერები.
სამიზნეშია თიკა რუხაძე, რომელმაც პატრიარქის დაკრძალვის ფული გაწია. ამბობენ, მის მეგობარს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს, ბაკურ ბაკურაძესაც გაიყოლებს ციხეზეო.
მთელი ერი რომ ვგლოვობდით ილია მეორეს ეპოქის დასასრულს, ქოცები პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილ ფულს იპარავდნენ.
არც ღმერთი, არც ეკლესია და არც ოჯახი არ იციან – სისხლითა და ხორცით კლეპტომანები არიან.
ოცნების ბოლომდე ჩაიძირა კორუფციაში, კრიმინალსა და მკვლელობებში, რაზეც უკვე ღარიბაშვილი ციხიდან აკეთებს მინიშნებებს.
ოცნებაში არავინ ენდობა ერთმანეთს, ყველა ყველაზე მეტად ჩაშვებითა და კომპრომატებით არის დაკავებული.
ყველაზე მეტად არ ენდობიან აბასთუმნელ ბიძინას.
ოცნებაში ყველა ჩუმად აგინებს ივანიშვილს, ახლა მით უმეტეს, როცა გაიგეს, რომ ირაკლი კობახიძის ზურაბ პატარიძით ჩანაცვლებას გეგმავს ჭორვილიდან აბასთუმანში გადასახლებული რუსი ოლიგარქი.
როგორც ამათ პოლიტიკურ მამას აქვს საქმე ცუდად კრემლში, ისე აქვთ მის მარიონეტებს საქმე ცუდად ჩვენთანაც.
რუსული ოცნების ბოლო ჟამია.
მთავარია, ჩვენ მოვემზადოთ ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ასაღებად.