თამარ ჩერგოლეიშვილი:
პროკურორი ამბობს, რომ მოკლული 17 წლის ბიჭის, დავით ნარიმანიძის მკვლელს გადაუხდელი გირაო ჰქონდა, რომელიც გაზაფხულზე შეუფარდეს.
გირაოს გადახდის ყველაზე ხანგრძლივი ვადა სასამართლო პრაქტიკაში 50 დღეა, ამაზე ხანგრძლივი ვერ დავძებნე – მელიას გირაოზეა საუბარი.
თუ ვცდები და 100-120-150 დღიანი გირაოებიც არსებობს, მითხარით, ოღონდ ხომ ხვდებით, რომ ასეთი გირაო გირაოს აღმკვეთ აზრს უკარგავს?
სულ მცირე 4 თვის გადაუხდელი გირაო თუ ჰქონდა ადამიანს და ქურდობის არაერთი ეპიზოდი, აღმკვეთი რატომ არ გაუმკაცრეს, ბრასლეტი რატომ არ გაუკეთეს, შინაპატიმრობა რატომ არ მოითხოვეს, იზოლაცია რატომ არ მოახდინეს?
არ ეცალათ?
სიმონიანის გინებას სქროლავდნენ და ზესტაფონში იბარებდნენ ვიღაც ონანისტებს ჩერგოლეიშვილის შეურაცხყოფის მოსანანიებლად?
გიგა ავალიანიც, ნიკოლოზ ღუნაშვილიც და დავით ნარიმანიძეც, რეჟიმის დანაშაულებრივი გულგრილობის მსხვერპლები არიან.
ეს რეჟიმი უნდა მოიკვეთოს როგორც კიბო, ყველა იმ ადამიანის ხელიდან, ვისაც სიცოცხლე უყვარს.



