არქივი12 სექტემბერი, 2026, 01:37
თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ

"უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა.
ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ.
ვინც გულს იფხანთ, ღარიბაშვილი გახსოვდეთ - თქვენს კართანაც დაიჩოქებს განუკითხაობა" - წერს პარტია "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.