ნიკა გვარამია – გიორგი ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან

გიორგი ბარამიძე ქართველი პატრიოტია და მისთვის წარდგენილი ბრალი არის პოლიტიკური დევნის მორიგი აქტი ანტიქართული რეჟიმის მხრიდან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ის დაკავებულ გიორგი ბარამიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი სრული მხარდაჭერა გიას და მის ოჯახს! ჩემი სოლიდარობა გიას მეგობრებს და „ნაციონალურ მოძრაობას!“, – წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა