ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ბასილაია - გიორგი ბარამიძე არის მხნედ, აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება

ბექა ბასილაია - გიორგი ბარამიძე არის მხნედ, აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებული გიორგი ბარამიძე მხნედ არის.

როგორც ბასილაიამ გიორგი ბარამიძის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ბარამიძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა.

„გიორგი არის მხნედ. აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება. ამ ბრალდებას არანაირი იურიდიული წინაპირობა არ გააჩნია და ეს ბრალდება უნისონში მოდის მის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციაში დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან“, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.